Wednesday, July 19, 2017

რეფლექსია(მეცხრე დღე)

   დასრულდა ინტელის  სასწავლო ტრენინგი.  ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი სასწავლო კურსი იყო. უამრავი ახალი რამ შევიტყვე და ავითვისე, უფრო მეტად განვივითარე კომპიუტერული უნარ -ჩვევები,  ჩავუღრმავდი, პროექტის, როგორც სასწავლო მეთოდის თითოეულ კონპონენტს, ვიმუშავე პრეზენტაციისა და ბროშურის შექმნაზე,  მივიღე ინფორმაცია  ბევრი სასარგებლო რესურსისა  და ინტრერნეტ გვერდის შესახებ.  საინტერესო იყო ტრენინგზე კოლეგებთან ურთიერთთანამშრომლობა,  მათი აზრებისა და იდეების გაზიარება, წარმატებები ყველას. ძალიან დიდი მადლობა  ჩვენს ტრენერს -ბატონ დავით ჯანიაშვილს.
  დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მსგავი ტრენინგების არსებობის საჭიროებაში (უდაოდ,  საკმაოდ ბევრის მომცემია) და გული დამწყდა, რომ დასრულდა.

Sunday, July 16, 2017

რეფლექსია(მერვე დღე)

   დასრულდა ტრენინგის მერვე დღე . დღეს  მეც მოვუყარე თავი და მოვიაზრე მასალები პრეზენტაციისთვის. ტრენინგის დასრულებამდე ერთი დღე დარჩა და სატრენინგო გაკვეთილებზე მუშაობის ტემპი უფრო იმატებს. ყველა ცდილობს წარმატებით დაამთავროს შესასრულებელი დავალებები. დღესაც, როგორც გასულ დღეებში, უამრავი ახალი რამ გავიგე, კიდევ ერთხელ გავიხსენეთ გუგლის დრაივზე ელექტრონული კითხვარების შექმნა, გავეცანი ბროშურისა და პრეზენტაციის შექმნისათვის  კომპიუტერის სასარგებლო  ფუნქციებს. ბოლო დღე დარჩა და შევეცდები,  კარგად გავართვა თავი  ტრენინგით გათვლილ  დავალებებს.. 

Saturday, July 15, 2017

რეფლექსია(მეშვიდე დღე)

დღეს ტრენინგის მეშვიდე დღე დამთავრდა. დავამთავრე პროექტის გეგმაზე მუშაობა, დავაზუსტე თითქმის ყველაფერი და უკვე პრეზენტაციისათვის ვიწყებ მზადებას. ტრენინგი დასასრულს უახლოვდება და ცოტა არ იყოს გული მწყდება, რადგან უამრავი რამ ვისწავლე. ბევრ საკითხი ახლებურად და სხვა კუთხით გავაანალიზე. დღვანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დამაფიქრა და მივხვდი, რომ   ეს არის ძალიან სჭირო და მნიშვნელოვანი ტრენინგი ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში. დიდი მადლობა ბატონ დათოს პროფესიონალიზმისა და გულისხმიერებისთვის....  

პროექტის პორთფოლიო

Sunday, July 9, 2017

რეფლექსია( მეექვსე დღე)

    დღეს მეექვსე სატრენინგო დღე იყო.  მე  თითქმის დავამთავრეთ პროექტის გეგმაზე მუშაობის  მნიშვნელოვანი ეტაპი, შემდგომი ტრენინგები უკვე უფრო  პროექტის საბოოლო პროდუქტის შექმნას მოემსახხურება.  დღეს  გაეცნო ტრენერი პროექტის დროს  ჩემ მიერ გამოყენებულ შეფასების მეთოდ-ისტრუმენტებს, მომცა ადეკვატური შენიშვნები, მითებები შემდგომი გაუნჯობესებისთვის, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ.
     ტრენინგის  დასრულებამდე სამი დღეა დარჩენილი და  ვფიქრობ, უფრო აქტიური მუშაობა და ძალების მობილიზეებაა საჭირო საქმის წარმატებით დასასრულებლად.  

Saturday, July 8, 2017

რეფლექსია(მეხუთე დღე)

      დღეს ტრენინგის მეხუთე დღე იყო. დღეს გავეცანი პროექტის უმნიშვნელოვანეს კონპონენტს შეფასების სისტების სახით. ტრენერმა  კარგად გაგვაცნო შეფასების მეთოდები და ისტრუმენტები პროექტის განხორციელების თითოეულ ეტაპზე. სხვათა ნაშრომების და სატრენინგო მასალების გაცნობის საშუალებით, შევეცადე,  მომეაზრებინა ჩემი  პროექტისათვის ადეკვატური შეფასების საშუალებები.
     ასევე,  დღევანდელი ტრენინგის განმავლობაში, შევიტყვე,  გუგლი დრაივის რამდენიმე, ახალი და საჭირო ფუნქციების შესახებ უფრო მეტად დავრწმუნდი მის საჭირობასა და გამოყენების კომფორტულობაში.  სატრენინგო დღეს ნაყოფიერად შევაფასებდი.

Sunday, July 2, 2017

რეფლექსია(მესამე დღე)

                                     
       ინტელის  ტრენინგს  შევუერთდი მესამე დღიდან. სმწუხაროდ, ტრენერთან  შეთანხმებით, ობიექტური მიზეზების გამო, ვერ შევძელი გასულ, ორ ტრენინგზე დასწრება, თუმცა დღავანდელი დღე აღმოჩნდა საკმაოდ ნაყოფიერი. ტრენერის დიდი დახმარებით, გავეცანი და ავითვისე განვლილი მასალა. მიუხედავად იმისა, რომ  ვიცნობდი სასკოლო პროექტს, მის კონპონენტებს და მასზე მუშაობის პრინციპებს,  დღეს  უამრავი, ახალი ინფორმაცია შევიტყვე. ტრენინგის განმავლობაში კარგად და სიღრმისეულად გავეცანით პროექტის რამოდენიმე კონპონენტს. ტრენერმა გაგვაცნო უამრავი სასარგებლო საიტი ჩვენთვის სასურველი ინფორმაცის მოსაპოვებლად. ბატონმა დავით ჯანიაშვილმა საკითხების უკეთ გაგება-გააზრების მიზნით, ასევე გაუკეთა პრეზენტირება სხვა კონპედენტური ხასიათის  პროექტებს, რაც, ვფიქრობ, გაგვიადვილებს შემდეგ გაკვეთილებზე ჩვენი პროექტისათვის საბოლოო, ადეკვატური სახის მიცემას.
     ასევე, დღეს შევქმენთ, ჩემი, ახალი, ინტელის ბლოგი, სადაც სურვილი მაქვს, განვათავსო, ჩემ მიერ შექმნილი სასარგებლო რესურსები და მისი დახმარებით გავეცნო სხვებისასაც, გავიზიარო მათი გამოცდილება,  საუკეთესო შემთხვევაში, დავნერგო იგი ჩემს პრაქტიკაში.
    დღეს ჩემთვის ასევე,  სიახლე იყო, გუგლი დრაივზე ჩემი საქაღალდის გაკეთება და მისი  მუშაობის პრინციპებსი გაცნობა. ვფიქრობ, აქტიურად ვისარგებლებ მისი სასარგებლო ფუნქციებით  ჩემს მოსწავლეებთან და კოლეგებთან თანამშრომლობისას.
 

რეფლექსია(მეცხრე დღე)

   დასრულდა ინტელის  სასწავლო ტრენინგი.  ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი სასწავლო კურსი იყო. უამრავი ახალი რამ შევიტყვე და ავითვისე, უფრო მეტა...