Sunday, July 2, 2017

რეფლექსია(მესამე დღე)

                                     
       ინტელის  ტრენინგს  შევუერთდი მესამე დღიდან. სმწუხაროდ, ტრენერთან  შეთანხმებით, ობიექტური მიზეზების გამო, ვერ შევძელი გასულ, ორ ტრენინგზე დასწრება, თუმცა დღავანდელი დღე აღმოჩნდა საკმაოდ ნაყოფიერი. ტრენერის დიდი დახმარებით, გავეცანი და ავითვისე განვლილი მასალა. მიუხედავად იმისა, რომ  ვიცნობდი სასკოლო პროექტს, მის კონპონენტებს და მასზე მუშაობის პრინციპებს,  დღეს  უამრავი, ახალი ინფორმაცია შევიტყვე. ტრენინგის განმავლობაში კარგად და სიღრმისეულად გავეცანით პროექტის რამოდენიმე კონპონენტს. ტრენერმა გაგვაცნო უამრავი სასარგებლო საიტი ჩვენთვის სასურველი ინფორმაცის მოსაპოვებლად. ბატონმა დავით ჯანიაშვილმა საკითხების უკეთ გაგება-გააზრების მიზნით, ასევე გაუკეთა პრეზენტირება სხვა კონპედენტური ხასიათის  პროექტებს, რაც, ვფიქრობ, გაგვიადვილებს შემდეგ გაკვეთილებზე ჩვენი პროექტისათვის საბოლოო, ადეკვატური სახის მიცემას.
     ასევე, დღეს შევქმენთ, ჩემი, ახალი, ინტელის ბლოგი, სადაც სურვილი მაქვს, განვათავსო, ჩემ მიერ შექმნილი სასარგებლო რესურსები და მისი დახმარებით გავეცნო სხვებისასაც, გავიზიარო მათი გამოცდილება,  საუკეთესო შემთხვევაში, დავნერგო იგი ჩემს პრაქტიკაში.
    დღეს ჩემთვის ასევე,  სიახლე იყო, გუგლი დრაივზე ჩემი საქაღალდის გაკეთება და მისი  მუშაობის პრინციპებსი გაცნობა. ვფიქრობ, აქტიურად ვისარგებლებ მისი სასარგებლო ფუნქციებით  ჩემს მოსწავლეებთან და კოლეგებთან თანამშრომლობისას.
 

No comments:

Post a Comment

რეფლექსია(მეცხრე დღე)

   დასრულდა ინტელის  სასწავლო ტრენინგი.  ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი სასწავლო კურსი იყო. უამრავი ახალი რამ შევიტყვე და ავითვისე, უფრო მეტა...